გ.მთაწმინდელი



 
 
 
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა
სორტირება სიახლეების: თარიღი | პოპულარული | ტოპ ფაილი | კომენტარები | ალფავიტი


კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!

მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა რუსთავის სიონის ტაძართან არსებული ღირსი მამა გიორგი მთაწმიდელის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდზე.
რუსთავის სიონის საგანმანათლებლიო ცენტრი „მთაწმიდელი“ დაფუძნდა 2009 წელს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, სიონის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დიმიტრი გორგიძის ხელმძღვანელობითა და ბიზნესმენ თამაზ გველუკაშვილის უანგარო თანადგომით. ცენტრის მისამართია: ქ.რუსთავი, თოდრიის III ჩიხი 7ა, სიონის ტაძრის ეზო.
რუსთავის საგანმანათლებლო ცენტრი „მთაწმიდელი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებასა და მრევლის რელიგიური განათლებაზე. ეწევა ეროვნული და ქრისტიანული კულტურის პროპაგანდას მოზარდ თაობაში და ხელს უწყობს შემოქმედებით ნიჭით დაჯილდოვებულ ახალგაზრდების პოტენციური შესაძლებლობლების გამოვლენა-განვითარებას.
ცენტრის მისიაა უზრუნველყოს სასკოლო ასაკის მოზარდისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის დამატებითი განათლების მიღება. განუვითაროს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს მუსიკალური, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობებისათვის აუცილებელი საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები,
ამ მიზნით ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა სახელობო და სახელოვნებო საგანმანათლებლო საქმიანობას. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობებს, ქართულ საეკლესიო გალობას, ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს.
აქვე ფუნქციონირებს სკოლა, სადაც მოზარდები საღმრთო განათლებას იღებენ. ეცნობიან ქართველ წმინდანთა ცხოვრებას, სწავლობენ საღმრთო სჯულს, ძველ ქართულ ანბანსა და მხატვრულ წერას (კალიგრაფიას)
ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი, და შემოქმედებითი წრეები.
„მთაწმიდელი“ ცხოვრობს საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ცხოვრებით: ტარდება დისკუსიები, შეხვედრები და ლექციები აქტუალურ თემებზე, კულტურული და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, ეწყობა გამოფენები.
სასწავლო პროცესში ჩართული არიან სასულიერო პირები, რომლებიც მოსწავლეებს ქრისტიანულ საფუძვლებსა და ზნეობრივ ღმრთისმეტყველებაზე ესაუბრებიან.
სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ნათელი და სუფთა საკლასო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი და ავტონომიური გათბობის სისტემა. სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პედაგოგებით
რაც მთავარია, ჩვენთან სწავლა უფასოა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შემოგვეხმიანოთ სასწავლო წლის დასაწყისში.


კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!

კატეგორია: ინფორმაცია